ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დღეს 17:00 საათზე ჩანიშნული. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის კონკრეტული თარიღი კი, პარლამენტის ბიურო დღევანდელ სდომაზე გაირკვევა.
,,პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებნული კანონის მთავარ პრინციპს უარყოფს და ყველა მისი შენიშვნა ამ პრინციპის უგულებელყოფას ემსახურება. პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების მიზანი არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებაა, როცა ეროვნული ბანკი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს ემსახურება. ამ პოლიტიკურ ჯგუფს პრეზიდენტი შეუერთდა, რომელსაც უნდა ხავერდოვნად გადაიბაროს და გაიყოს ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა.