ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია, ტნასფორმირებული უნდა იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში, - ამის შესახებ პრემიერის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დასახელებულმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა სამოქმედო გეგმებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
” ძალიან დიდი პატივია წარმოადგენდე საქართველოს უცხოეთში და მაქსიმალურად შევეცდები, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქარველოს აქვს - ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება პრიორიტეტი. ასევე, განსაკუთრებული აცქენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია ტნასფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, _ აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.