,,ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი სამთავრობო ცვლილებები განახორციელა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს უკვე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ამ დრომდე თამარ ბერუჩაშვილს ეკავა.