ბათუმში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილებს დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე ესტრუმრნენ და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეტაპობრივად, ანალოგიურ პირობებში ყველა დევნილი იცხოვრებს:
"ამ ობიექტში სოხუმიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს, ყველას კარგად გახსოვთ, ადრე რა პირობებში იყვნენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, თვენახევარში დევნილებს ეს ფართები დაუკანონდებათ და მათი საკუთრება იქნება. აფხაზეთში დაბრუნებამდე მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებენ. რაც მთავარია, პროცესი გრძელდება. კიდევ ბევრი ოჯახი გვყავს დასაკმაყოფილებელი. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", აღნიშნა სუბელიანმა.
როგორც ცნობილია, ბათუმში, ხახულის ქ. #5-ში ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ისინი სრულად რეაბილიტირებულ ბინებში კერძო სექტორიდან და სასტუმროებიდან გადაიყვანეს