ღვინის კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ. მათი წარმომადგენლები ამის მიზეზად უცხოურ ბაზრებზე ეკონომიკურ კრიზისს მიიჩნევენ. კერძოდ, ეს ეხება უკრაინას, რუსეთს, ყაზახეთს. კიდევ უფრო დიდია წინა წელთან შედარებით ჩამორჩენა დარგის თვალსაზრისით. აქ სხვაობა 60 %-აღწევს.
”მიმდინარე წელი გასულ წელს ჩამორჩება. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს, დაახლოებით 20 %-იანი ჩამორჩენაა. შემცირების მიზეზი რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე არსებული ეკონომიკური ვითარებაა. ორივე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ამ ბაზრებს მოჰყვა ბელორუსია, აზერბაიჯანი და აგვისტოში კიდევ ყაზახეთი. ყაზახეთში განვითარებული მოვლენა ნეგატიურად აისახება მომავალში ჩვენს მუშაობაზე, რადგან ყაზახეთი რუსეთის მერე იყო მეორე ბაზარი. ახალი ბაზრების ათვისება, ამ სახის ჩანაცვლებები მოკლე ვადაში შეუძლებელია. ჩვენ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვაქვს. 30 ბაზარზე გაგვაქვს ღვინო და მაგის დამსახურებაა, რომ მხოლოდ 20 %-იანი ჩამორჩენა გვაქვს. თუ დარგის სფეროს შეხედავთ, დარგი 60 %-ით ჩამორჩება გასული წლის მონაცემებს. იმპორტირებულ ღვინოს რაც შეეხება ჩვენ მაგათ კონკურენტად ვერ განვიხილავთ”, _ აცხადებს ”თბილღვინოს” დირქეტორი გიორგი მარგველაშვილი.
ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურნენ. პრემიე- მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იმპორტირებულ დაბალი ხარისხის ღვინოს, ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებდა და ამის ხელშეწყობა მოხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ”ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება და ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული”, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღვინის კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, იმპორტირებული ღვინო ქართულ წარმოებულს კონკურენციას არ უწევს და მთავრობას რეალიზაციის ხელშეწყობისთვის წინა მთავრობის დროინდელ პრატქიკის გახსენებას ურჩევს. კერძოდ მარკეტინგული კამპანიების გატარებას, უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას. რაც ღვინის კომპანიების ნაწილის თქმით, წლებია აღარ ხდება.
” 2000 ბოთლი ღვინო გაგვაქვს სულ. ეს არის უკრაინა, ამერიკა, კანადა და ჩინეთი. ქართულ ბაზარზე ნაკლებად გვაქვს ორიენტირი. სწორედ ამიტომ იმპორტირებულ ღვინოს კონკურენტად ვერ განვიხილავთ. წლების წინ ხდებოდა პოპულარიზაცია ქართული ღვინის. ახლა ამ კუთხით აღარაფერი ხდება. მთავრობა თუკი ჩაერთვება და ამით ხელს შეგვიწყობენ კარგი იქნება. ასე რეალიზაცია უფრო გაგვეზრდება. მოხდება ახალი ბაზრების ათვისება. ამ ყველაფერს კი ახლა ჩვენ თავად ვაკეთებთ, მათი მხრიდან აღარაფერი კეთდება”, _ აცხადებს კომპაინა ”ხომლის მარანის” დირქტორი თამაზ ომნაძე.