მიმდინარე წლის პირველ კარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ბიზნესმენეAბთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს მონაცემი მიმდინარეწლის 1 კვარტლის წინასწარი მაჩვენებელია. გასული წლის მე-4 კვარტალში კი, ეკონომიკის ზრდამ 0.4 პროცენტი შეადგინა.
`ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალი კიდევ უფრო წარმატებული იქნება~, - განაცხადა გილაურმა.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება მთლიანად 2010 წელს, სავარაუდოდ ეკონომის ზრდა 4-5 პროცენტზე დაფიქსირდება. ბიუჯეტში ამ ეტაპზე, მიმდინარე წელს ეკონომიკის 2 პროცენტიანი ზრდაა ჩადებული.