ჩინეთის კონსორციუმი ეგვიპტეში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს, რომლის სიმძლავრე შეადგენს 30 მილიონ ტონას წელიწადში.
ჩინეთისა და ეგვიპტის მხარეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს ეგვიპტის ნავთობის მინისტრის სამეხ ფახმის პეკინში ვიზიტის მსვლელობისას. მინისტრის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში იწარმოება მაღალხარისხოვანი საწვავი შიდა ბაზრისათვის, მათ შორის საავიაციო საწვავიც.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პირველი რიგის მშენებლობისათვის სიმძლავრით 15 მლნ ტონა წელიწადში საჭიროა 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია. იგეგმება, რომ ფინანსირებაზე პასუხისმგებელი იქნება ჩინეთის მხარე. 25 წლის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გადავა ეგვიპტის მთავრობის საკუთრებაში, თუმცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი არ სახელდება.