ხვალ, 4 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია `საქსტატის~ განვითარებისა და მისი მუშაობის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, `საქსტატსა` და ევროკავშირს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე მსჯელობა.
ზაზა ჭელიძე ეკლუნდს `საქსტატის~ განვითარების სამომავლო ხედვასა და სტრატეგიას გააცნობს.