ქართულ ავიაბაზარზე, შესაძლოა, არაბული ავიაკომპანია შემოვიდეს. როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ადმინისტრაციაში კომპანიამ ფრენების დანიშვნის თხოვნით განაცხადი უკვე შეიტანა.
კერძოდ, საუბარია რას ელ ჰაიმა-თბილისი-რას ელ ჰაიმას მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე.
ამასთა, ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განიხილევენ ჩინური ავიაკომპანიის განაცხადსაც, რომელიც ავიარეისების შესრულევას ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით გეგმავს.
სავარაუდოდ, ზაფხულში დასრულდება ასევე მოლაპარაკებები იორდანიის და ყატარის ავიაკომპანიებთანაც, რომლებიც ასევე დაინტერსებული არიან საქართველოში ფრენების შესრულებით.
ამასთან, როგორც სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებები მცირე ავიაციის განვითარების კუთხითაც მიმდინარეობს, თუმცა, რომელ კომპანიაზეა საუბარი ჯერ არ კონკრეტდება. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანია ფრენებს ქვენის შიგნით, ქუთაისის, ბათუმისა და სვანეთის მიმართულებით შეასრულებს.