საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს ბიზნსმენებს შეხვდა. პრემიერმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გასული წლის და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.
როგორც მან განაცხადა, ეკონომიკური მაჩვენებლები მიმდინარე წლის 1 კვარატალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
`მიმდინარე წლის პირველ კვარტალს ეხლა ძირითადად არა გასული წლის, არამედ 2008 წლის პირველი კვარტლის მონაცამებს ვარადებთ. ეს პერიოდი კი, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით ყველაზე მზარდი იყო~, - განაცხადა გილაურმა.
პრემიერის თქმით, ინფლაცია გასულ წელს 3 პროცენტზე დაფიქსირდა, წელს კი, მიზნობრივი მაჩვენებელი 6 პროცენტს შეადგენს.
ამასთან მისი თქმით, გასული წლის მე-4 კარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 254 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ჯამში 2009 წელს, ამ მაჩვენებლმა 760 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 12.1 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.7 პროცენტით გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა.