ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიიღო.
ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახს შეხვდება და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს.