შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თ. ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილი
ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს, - ამის შესახებ უწყებაში აცხადებენ.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა
შეტყობინება, რომ ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე, შერეულ
საწყობში ცეცხლი გაჩნდა. 3 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო სააგენტოს
პირველი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ხანძრის ქრობას პირადად
ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ
მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად
ქაწაშვილი. შეიქმნა ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა,
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარის ლიკვიდაცია
დროულად მოხდა. სულ ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო
ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ
დაშავებულა. სულ დაიწვა 4000კვ.მ ფართობი.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო
(საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).