"წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' საინიციატივო ჯგუფის წევრები "საზოგადოებრივ მაუწყებელს~ მათი ღონისძიებების იგნორირებაში ადანაშაულებენ. შესაბამისი განცხადება "წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' წევრებმა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" უკვე შეიტანეს.
"შეგახსენებთ, რომ თქვენი არხი, მთლიანად საზოგადოების მიერ ფინანსდება და თქვენს პირდაპირ მოვალეობაში სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინება შედის. თქვენდამი დაქვემდებარებულ უწყებას კი, სახელწოდების გარდა საზოგადოებრივი ნამდვილად არაფერი გააჩნია. ‘'წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' საინიციატივო ჯგუფი პირადად თქვენგან მოითხოვს იმ მიზეზების დეტალურ განმარტებას, რის გამოც ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი~ ყურადღების მიღმა ტოვებს~, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების შეტანის შემდეგ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა და მათი პრეტენზიები პირადად მოისმინა.