ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლება 2009 წელს საგრძნობლად გაუარესდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს ამის ნათელი მაგალითია "იმედის" ეთერში გასულ "იმიტირებულ ქრონიკა".
ამასთან, "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს.
"მივმართავთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევისაგან. სასწრაფოდ უზრუნველყოს ჟურნალისტთა საქმიანობისთვის ხელის შეშლის ყველა ფაქტის გამოძიება და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.