ბათუმში მდებარე სასტუმრო `ინტურისტი~-ს ქონება დღეს დანიშნულ აუქცონზე არ გაყიდულა.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ აღმასრულებელმა ჯამბულ ძირკვაძემ განუცხადა, აუქციონის მსვლელობისას სააღსრულებლო ბიუროში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განაცხადი იქნა შეტანილი, რომლის შესაბამისადაც გასაყიდი ნივთების ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე სასამართლო იმსჯელებს. შესაბამისად, აქუციონი შეჩერდა.
მეორე აუქციონი სწორედ მას შემდეგ დაინიშნება, როცა კრედიტორი დარჩენილი ნივთების გასაყიდად განაცხადს წარადგენს.
სააღსრულებლო ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პირველ იძულებითი საჯარო აუქციონი მოვალე შპს ,,სასტუმრო ინტურისტ-პალასი"-ს ბალანსზე რეგისტრირებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ჯამბულ ძირკვაძემ გამოაცხადა.
აუქციონი გამოცხადებული იყო ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა №11-ში არსებული 5 460 კვ.მეტრ მიწის ფართზე და 10528 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. შენობა ოთხ სართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა.
შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი, ავტომანქანები და შენობაში განთავსებული მოძრავი ნივთები შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ 70 322 401 ლარადაა შეფასებული.
კანონის შესაბამისად, კი, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი საბაზრო ფასის ნახევარს, ანუ 35 161 200 ლარს შეადგენს.
კონკრეტულად ვინ არის `ინსტურისტის~ კრედიტორი და რა ოდენობის დავალიანება გააჩნია კომპანიას არ სახელდება.
ბათუმის სასტუმრო "ინტურისტი" 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით კომპანია `ლემეს ინვესთმენთ ჰოლდინგმა~ აიღო.
როგორც `ჯი-ეი-ეიჩ-ენს~ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლემა ლაშა მელიქაძემ განუცხადა, კომპანიას სასტმრო 10 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული და მას თუ რა პრობლემები შეექმნა მფლობელსა და ვის მიმართ რა ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მმართველ კომპანიას არ ეხება. "ინტურისტი~ ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სტუმრებს იღებს.