საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ტრანზიტის დროს საგარანტიო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ქვეყნის ტრანსპორტის და საბაჟო სამსახურების ხელმძრვანელობას შეხვდა, სადაც მხარები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ტრანზიტის განხორციელების დროს საგარანტიო გადასახადს აღარ გადაიხდიან", - აღნიშნა კალანდაძემ და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული გადასახადი მოქალაქეებს დამატებით ტექნიკურ და ფინასურ პრობლემებს უქმნიდა.
ამასთან, ვაშაძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს და თურქ კოლეგასაც შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ კი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტულ გადაზიდვებზე როგორც სატრანზიტო საფასური, ასევე საგარანტიო გადასახადიც დააწესა.
თურქეთში დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სატრანზიტო გავლის საფასურს 1 200 ევრო და ცარიელი ავტომანქანებზე დაწესებული 600 ევრო იყო, ხოლო საგარანტიო გადასახადი ტვირთის თვითღირებულებით განისაზღვრებოდა, რომელიც გადამზიდებს თურქეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ უკან უბრუნდებოდათ.