საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრის მოადგილეს ჩოი ჰინამს (Choi Heenam) შეხვდა, რომელიც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო პროექტებსა და ბიზნეს გარემოს შესახებ.
ნოდარ ხადურმა პირადად მოიწვია საქართველოში კორეელი კოლეგა - კორეის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და კორეული კომპანიები დაინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.
შეხვედრისას მინისტრმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ დაინტერესებისთვის, რომელიც კორეის მხარემ გამოხატა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის დაფინანსების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კორეა უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.