,,სი-თი პარკის“ დაკავებული თანამშრომლების ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფოს პრეტენზიები რომელიმე კომპანიის მიმართ, არ უნდა ვრცელდებოდეს კონკრეტულ ადამიანებზე. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე დანაშაულის დამტკიცებას ვერ შეძლებს.
ადვოკატი შინაგან საქემთა სამინისტროს შეახსენებს, რომ საქმე ეხება არა ”სითი პარკს” არამედ კონკრეტულ პიროვნებებს.
”მტკიცება იმისა, რომ ამ ადამიანებმა განიზრახეს ბავშვის გატაცება და შეგნებულად, წინასწარი განზრახვით წაიყვანეს არალოგიკურია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ყველა არგუმენტი გვექნება, რომ ეს ადამიანები გამართლდნენ. თუ კონკრეტულ კომპანიასთან სახელმწიფოს რაღაც პრეტენზიები გააჩნია, ამ შემთხვევაში ეს არ უნდა ვრცელდებოდეს კონკრეტულ ადამინებზე“, _ აცხადებს ადვოკატი მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ,,სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს ავტომაქანა, რომელშიც არასრულწლოვანს ეძინა. რის გამოც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, „სითი პარკის“ სამი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ.