დღეს, 3 მაისს 12.30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ქალაქ რუსთავში გაემგზავრება, სადაც მესხიშვილის ქ .# 1 მდებარე # 2 პოლიკლინიკში ექიმთა გადამზადების პროცესს დააკვირდება.
ექიმთა გადამზადება საოჯახო მედიცინაში 2009 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე 723 ექიმი და ექთანი 6 თვიან კურსს გადის. 540 მათგანი სამედიცინო მომსახურებას სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას აწვდის. სახელმწიფო ფარავს როგორც მზადების ხარჯებს ასევე, მზადების პერიოდში მსმენელებზე ყოველთვიურად 360 ლარს გასცემს.
ექიმთა მზადება ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში,
რუსთავში მცხეთასა და თბილისში მიმდინარეობს.
ექიმთა გადამზადების ცენტრის მონახულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ქალაქ რუსთავის მოსახლეობას შეხვდება.