საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე მუშაობა ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტის ნორმების დარღვევაა, თუმცა მისი შეჩერება შეუძლებელია.
„ რკინიგზის აღდგენის საკითხი აფხაზეთის მონაკვეთზე არსად არ განიხილება, არანაირ დღის წესრიგში. ასეთი საკითხი არ ყოფილა აქამდე. ის, რომ აფხაზეთში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის სრული უკანონობა. ყოველგვარი საერთაშორისო სტანდარტის ნორმების დარღვევა, მაგრამ ჩვენ ამის შეჩერება, ბერკეტი ამის შესაჩერებლად რეალურად არ გვაქვს“, _ აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა წლის ბოლომდე მოწესრიგდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი აცხადებს. იგი ადასტურებს ინფორმაციას ოჩამჩირიდან ენგურამდე, სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსი სამხედროების მიერ, გაწმენდვითი სამუშაოების დაწყების შესახებ.