გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი ყველანაირი საფრთხისაგან დაცულია.
როგორც ” ჯი-ეიჩ-ენს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ გლიჩელმა განუცხადა, ძეგლი დაკონსერვდა და მისი დაკარგვის საშიშროება აღარ არსებობს.
”თუ არ დაკონსერვდა დაიკარგება სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლი. ამიტომ განურჩევლად იმისა, იქნებოდა თუ არა დაფინანსება, მაინც უნდა დაკონსერვებულიყო ამას მოითხოვდა სამეცნიერო მეთოდოლოგია. რომ არ დაგვეკონსერვებინა გუშინ, ისეთი წვიმა იყო, რომ იქიდან აღარაფერი დარჩებოდა”._ აღნიშნა ვახტანგ გლიჩელმა.
მისივე განმარტებით, გრაკლიანის გორაზე წარწერის საველე გამოკვლევა კვლავ გრძელდება. ხოლო მასშტაბური სამუშაოები 2016 წლიდან განახლდება.