დღეს, 3 მაისს, 11:30 საათზე, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია K"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მართავს ჟურნალისტებთან შეხვედრას და სპეციალურ ბრიფინგს _ "ქართული მედია 2009 წელს".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან" აცნობეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელები მიმოიხილავენ საქართველოში მედიის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და შეფასებებს, ისაუბრებენ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე. გააკეთებენ სპეციალურ მიმართვებს ჟურნალისტებისა და ხელისუფლებისადმი.