საქართველო ბოლო სამი წელიწადია "ქართუს მმართველობის" პერიოდში იმყოფება, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე აცხადებს. მისი შეფასებით, ,,ქართუს” მცირერიცხოვანი საკადრო პოტენციალი არ იძლეოდა არავითარ საფუძველს, კადრების სამჭედლო გამხდარიყო - მით უმეტეს სახელმწიფო მართვის სფეროში.
გოცირიძის განცხადებით, სწორედ სახელმწიფო მართვისათვის შეუფერებელი ადამიანების არსებობა არის დღეს საქართველოში მრავალი პრობლემის საფუძველი.
,,საქართველო ბოლო სამი წელიწადია "ქართუს მმართველობის" პერიოდში იმყოფება.
რა იყო ქართუ? ერთი, ქართული საზომითაც კი საშუალო ბანკი ( ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა), უფრო საინვესტიციო, ვიდრე უნივერსალური ფუნქციის მატარებელი, ძირითადად სათაო ოფისით წარმოდგენილი, სადაც ალბათ პატიოსნად მუშაობდნენ ჩვეულებრივი, საშუალო გაქანების მქონე ადამიანები. მისი მცირერიცხოვანი საკადრო პოტენციალი არ იძლეოდა არავითარ საფუძველს, რომ იგი კადრების სამჭედლო გამხდარიყო, მით უმეტეს, სახელმწიფო მართვის სფეროში და ქვეყნის მასშტაბით.
ეს არ არის არც თი-ბი-სი და არც საქართველოს ბანკი-ჰოლდინგები თავიანთი მრავალათასიანი კოლექტივებით, საიდანც პროფესიონალების მოძებნის გაცილებით დიდი
არჩევანია, თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ ბანკის მოხელეები მართავდნენ ქვეყანას.
დღეს, ყველა დონეზე, ადგილობრივიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, დაბალკვალიფიცირებული, სახელმწიფო მართვისათვის შეუფერებელი ადამიანების არსებობა არის მრავალი პრობლემის საფუძველი”- აღნიშნავს რომან გოცირიძე.