თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, "თუშეთობა 2015" 22-23 აგვისტოს არ ჩატარდება, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გზის 27-ე და 32-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეჩერებულია. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან ვითარებას.
რაც შეეხება "თუშეთობა 2015"-ს, ზეიმის ზუსტი თარიღი ამინდზე დაკვირვების და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაზუსტდება.