ვარკეთილში სამარშუტო ტაქსი გადატრიალდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამარშუტო ტაქსში მყოფი მგზავრებიდან მხოლოდ ოთხის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ.
დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.