ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურების საკითხი შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით მწვავედ დადგება. მისი აზრით, ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად რეაგირება უნდა მოახდინოს და ეს იქნება სამთავრობო ცვლილების შედეგად.
”ლარის კურსის სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნება ვერ ზაფხულში მოხერხდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მწვავე იქნება ამ თვალსაზრისით შემოდგომა და ზამთარი. აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ რაღაცა ტიპის რეაგირება ლარის კურსთან დაკავშირებით უნდა მისცეს. ეს იქნება, მე ვფიქრობ სწორედ სამთავრობო ცვლილებები”, _ აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.