საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან ფეხითმოსიარულეთა დარბაზში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დ.ი.,რომელსაც ფიზიკური დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნივთებიაღმოუჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრს, კერძოდ, შემოჰქონდა: ყელსაბამი - 4 ცალი, სამაჯური - 2ცალი, ბეჭედი - 5ცალი, საყურე - 3წყვილი. ნივთების ჯამურმა წონამ შეადგინა 191,62გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ- 4882 აშშ დოლარი (11329.91ლარი).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 11329,91 ლარის ოდენობით.