დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გაგრძელდება.
დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.
პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს განზრახ მკვლელობაში, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ.
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა პროკურატურამ მომხდარიდან 7 წლის შემდეგ გამოაცხადა გახსნილად და 11 პირი დააკავა.
აქედან 7 სპეცრაზმელი მოსამართლემ ორი დღის წინ თავდებით გაათავისუფლა.