ბათუმში ვარსკვლავთცვენა გრძელდება. 25 აგვისტოს, ბათუმის პიაცა კიდე ერთ ვარსკვლავს უმასპინძლებს.
შავ ზღვისპირეთში მსმენელის წინაშე ამჯერად, ცნობილი ამერიკელი მულტი–ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ედრიან ბელიუ წარსდგება.
მუსიკოსი ბათუმში "ჰით ბათუმის" ფარგლებში ჩამოდის. უკვე ცნობილია, რომ კონცერტზე დასწრება მოსაწვევების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.