ბათუმი თამარ გვერდწითელის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც ბათუმის პიაცაზე გაიმართება, მთლიანად ქართულ და ევროპულ რეპერტუარს დაეთმობა.
ფესტივალის პროგრამის მიხედვით, 21 აგვისტოს პიაცაზე თამარ გვერდწითელი, ანსამბლი "შვიდკაცა", ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი იმღერებენ, ხოლო მათ გამოსვლას მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი და ბენდი - ბათუმის მუსიკალური ცენტრი გააფორმებს.
23 აგვისტოს კი სცენას თამარ გვერდწითელი, ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი "შვიდკაცა", ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სიმფონიური ორკესტრი და ბენდი - დაამშვენებენ.
ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე, ასევე ბათუმის საზაფხულო თეატრისა და ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის სალაროებში.