2015 წლის მონაცემებით, ნაგვის დაყრაზე სანქციების ამოქმედების შემდეგ, 7284 პირი, ხოლო საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისთვის 1031 ადამიანი დაჯარიმდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ,,ჯი-ეი-ენისთვის” მოწოდებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე 2015 წლის 15 იანვრიდან 1 ივლისამდე დაჯარიმებულია 7284 პირი.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ( საუბარია ალკოჰოლური სასმლის მოხმარების სანციაზე) 2014 წელს 2413 პირი, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე 1031 პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა. კიდევ უფრო ადრე, 2014 წელს ამოქმედდა სანქცია ალკოჰოლური სასმლის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მიღებაზე.