ასოციაცია "დაცული მოძრაობა" და საქართველოს მოტოსპორტის ფედერაცია ერთიანდება.
გაერთიანების მიზეზი როგორც მოტომრბოლელების, ასევე მოტომოყვარულეთა უფლებების დაცვაა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო პერიოდში მოტომრბოლელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ ხდებოდა.
"გაერთიანების შედეგად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით შევამციროთ მათი საფრთხეები", - აცხადებენ "დაცულ მოძრაობაში".