ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე პლეი-ოფში, ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" სერიის გადარჩენა მოახერხა. ატლანტელები 30 აპრილს მილუოკიში "ბაქზს" დაუპირისპირდნენ და ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, 83:69 იმარჯვეს, სერიაში კი ანგარიში გაათანაბრეს - 3:3.
პლეი ოფის სერიის ბოლო, მე-7 მატჩი უკვე დღეს, 2 მაისს, ატლანტაში გაიმართება და საკუთარ არენაზე გამარჯვების შემთხვევაში, ფაჩულია და მისი თანაგუნდელები ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე, ანუ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავლენ.
"მილუოკისთან" გასვლით შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 12,37 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 2 საჯარიმო სტყორცნა, თუმცა ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა. მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 1 პასი იყო.