საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXXII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, "დინამომ" "ზესტაფონი" გაბონელი ჟორჟ აკირემის დუბლით 2:0 დაამარცხა. "დინამოელებს" დღეისათვის 64 ქულა აქვთ და 11 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონატის ლიდერ "ოლიმპს".
ამავე ტურში, რუსთავის "ოლიმპმა" ბოლნისში, "სიონთან" ითამაშა და 2:1 გაიმარჯვა. ასევე 2:1 გაიმარჯვა სამტრედიაში სტუმრად ჩასულმა თბილისის "ლოკომოტივმა". ფრედ დასრულდა ცხინვალის "სპარტაკისა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიას" , ასევე "გაგრასა" და "ბაიას" შეხვედრები.