ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს.
იხელმზღვანელა რა ნაფიც მსაჯლუთა რეკომენდაციით, მოსამართლე ეკა არეშიძემ კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წელი და 4 თვე განუსაზღვრა. ამნისტიის შედეგად მას 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა.
ძველმა სასჯელმა, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ხარშილაძეს საპატიმრო ვადა 24 დეკემბერს ეწურება.
მიხეილ ძაძამიას, თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.