შსს თბილისის მთავარი სამმართველოს, ვეკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად 1954 წელს დაბადებული ბულგარეთის მოქალაქე მიხაილ დ. თბილისში დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებული კუპიურების დათვლის დროს თაღლითურად ატყუებდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მოლარე ოპერატორებს, რადროსაც მან 1600,20 ევრო მიითვისა.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვ/პუნქტით.)