ეკონომიკის საკითხებში ექპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, ფინანსურ სტაბილურობაზე ეროვნული ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას.
მისი აზრით, ლართან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის ისიც, რომ ქვეყანაში სისტემა სწორედ არ არის ჩამოყალიბებული.
” ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის გაცემა კომერციული ბანკებისთვის. კონკრეტული მუხლებია მითითებული დოკუმენტში, რომელშიც ეროვნული ბანკი იყო ვალდებული, რომ მინიმალური სტანდარტი 2014 წლის ნოემრიდან დაეგეგმა. სამწუხაროდ არც ეს მოხდა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში იქმნება ისეთი გარემო, რომელიც საბოლოო ჯამში შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ფინანსური სტაბილურობის კომპონენტი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება, სრულიადაც არ არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული”, - განაცხადა კალანდაძემ.
გარდა ამისა, ლევან კალანდაძემ ”ჯი-ეიჩ-ენთან” აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტების 2,2%-ით გაზრდა დამიმდინარე აქტივობები, თუნდაც ახალგაზრდული ოლიმპიადა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლარი არ გაუფასურებულიყო.