ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა დეკემბერში გაიმართება. „ამაზრზენი რვიანი“-ასე ჰქვია რეჟისორის ახალ ვესტერნს, რომლის ტრეილერიც კომპანია Weinstein-მა უკვე გაავრცელა. ფილმში მთავარ როლებს ქურთ რასელი, სემუელ ელ ჯეკსონი, ტიმ როტი და ჩენინგ ტატუმი ასრულებენ.