პროექტი „ტერმინალი“-ს კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი, 19 სექტემბერს საქართველოს კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში საშა რინგი თავის პროექტს, „ApparatSoundtrack Live“-ს წარმოგიდგენთ.
გერმანელი მუსიკოსი 90-იანი წლებიდან ქმნის მუსიკას. 2001 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი Multifunktionsebene, რომელსაც კიდევ 6 სტუდიური ალბომი მოჰყვა. 2003 და 2006 წლებში საშა რინგმა ითანამშრომლა ცნობილ გერმანელ მუსიკოსთან, ელენ ალიენთან, ალბომებისთვის Berlinette და Orchestra of Bubbles. პარალელურად იგი აკეთებდა კოლაბორაციულ პროექტებს Modeselektor-თან. მათი თანამშრომლობის შედეგია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ პროექტი Moderat, რომელიც უკვე ორ ალბომს და უამრავ ლაივ კონცერტს ითვლის. 2009 წელს ყველაზე პოპულარულმა ელექტრონული მუსიკის ვებ ჟურნალმა Resident Advisor-მა Moderat წლის საუკეთესო ლაივ აქტად დაასახელა, ამ სიაში ეს პროექტი მომდევნო წელსაც მოხვდა. Moderat-ის ყველაზე წარმატებული ალბომი Moderat II 2013 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც საშა რინგი თავის სოლო პროექტებს მიუბრუნდა.
2013 წელს გერმანელმა დრამატურგმა Sebastian Hartmann-მა მას ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური მხარე ჩააბარა, რისი შედეგიცაა ალბომი Krieg und Frieden (Music for Theatre). სწორედ ამ ალბომს დაეფუძნა Apparat-ის უახლესი ტურნე, სახელწოდებით Soundtracks Live. იგი ამ პროექტს Transforma-სთანერთადახორციელებს. Transforma გერმანელივიზუალ-არტისტებისპროექტია, რომელსაც Apparat-ის გარდა უთანამშრომლიათ Depeche Mode-ს Martin Gore-თან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან. Soundtracks Live-ტურნე აგვისტოს თვეში იწყება და მუსიკალურად იგი მოიაზრებს როგორც საშა რინგის ახალ ნამუშევრებს, მის ადრინდელ კომპოზციებს სხვადასხვა ალბომებიდან.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.