ბათუმში მიმდინარე თეატრის კვირეულის მორიგი საღამო ბოლივუდის ბენდის შემოქმედებას დაეთმო. ბენდს, რომელიც 7 წლის წინ ჩრდილოეთ ინდოეთში შეიქმნა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კარგად იცნობენ. მუსიკოსები მუდმივად მოგზაურობენ.
ინდური ფოლკლორი და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები, ბოლივუდის კინომუსიკა და ფერადი, ბრჭყვიალა კოსტიუმები, ცეცხლოვანი შოუ - ყველაფერი ის, რითაც ბოლივუდის ფილმები ფორმდება ინდოელმა მუსიკოსებმა ბათუმში სცენაზე აჩვენეს.
წარმოდგენა საათნახევარს გაგრძელდა და მაყურებელტა მოწონობა დაიმსახურა.