საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევის ახლა პროგრამას იწყებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ახალი პროგრამის ფარგლებში 9 სადაზღვეო კომპანია 900 ათასის ადამიანს სამი წლიან პაკეტით დააზღვევს.
დაზღვევის პაკეტი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის, ამბულატორიული მომსახურების, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევების უფასო ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე ქიმიო და სხიური თერაპია 12 ათასი ლარით, ხოლო მშობიარობა 400 ლარით დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებული სადაზღვეო კომპანიებს 2011 წლამდე რაიონებში ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობაც ევალებათ, რომლიც თანამედროვე სამედიცინო აპარატურით იქნება აღჭურვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თითო დაზღვეულზე წელიწადში 132 ლარს დახარჯავს, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.