ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ამ წუთებში ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ხარშილაძისა და ძაძამიას პროცესზე დღესვე, ნაფიცი მსაჯულების წინაშე, დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე, ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი ხათუნა გოგორიშვილიც უნდა დაიკითხოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ესწრება.