პროფესიული კავშირების გაერთიანება დასაქმებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს საპროტესტო მსველელობას მოაწყობს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დასაქმებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასაქმებულთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება, კერძოდ კი 5 ათას დასაქმებულთან ერთად ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყობა.
მსვლელობა დაფდაფების ხმის ფონზე მოხდება, ხოლო 15:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
ამასთან, დღესვე პროფკავშირები დასაქმებულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად "დ'პლაზა"-ში მიღებას გამართავენ.
მიღებაზე მიწვეული არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები და ლიდერები. დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, სასამართლოს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თბილისის მერობის კანდიდატები.