რვა ადამიანის, მათ შორის 6 მოზარდის, ცხედარი იპოცეს ტეხასში, ერთ-ერთ საცხოვრებელსახლში, მას შემდეგ რაც პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. ყველა მათგანი თავში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით არის გარდაცვლილი.
ქალაქის ჰიუსტონის რაიონში პოლიცია დაღუპულების ახლობლებმა გამოიძახეს, რომლებიც სახლში შესვლას ცდილობდნენ და ფანჯრიდან დაღუპული ბავშვის ცხედარი შენიშნეს.
სახლში მყოფმა მამკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით, მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა, იგი სამართალდამცავებს ჩაბარდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული დევიდ კონლი, სახლში ნაპოვნი ერთ-ერთი მოზარდის მამაა. პოლიციამ დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წაუყენა.