საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმე საათიანი პატიმრომის შემდეგ გაათავისუფლეს.
ინციდნეტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს, იუწყება რუსთავი 2.
დაკავების მოტივის შესახებ ოფიციალური განცხადება ოჯახის წევრების თქმით, პოლიციაში არ გაკეთებულა.
ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა უშედეგოდ.
ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს.