დღეიდან ეტიკეტირების წესის დამრღვევი მეწარმეები დღეიდან ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც რძის პროდუქტებზე გარკვევით უნდა იყოს ნიშანდება, საღი (ნატურალური) რძისგან არის დამზადებული, თუ მშრალი (რძის ფხვნილი) რძისგან, ზოგიერთი კომპანია კვლავ არ იცავს მომხმარებლის ინტერესს და ეტიკეტის წესებს მაინც არღვევს.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ჯარიმების დაწესება მსგავსი უკანონობისა აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი იქნება. ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმეს დღეიდან 1000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.
მათივე განმარტებით, ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები განსაკუთრებით რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხებათ