გადაუღებელი წვიმების შედეგად მუხიანის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ყიფიანის ქუჩაზე მეწყერი წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. წვიმების შედეგად 4 მეტრის სიმაღლის მიწა ჩამოვიდა და სამ საცხოვრებელ სახლის საყრდენ კედელს მიწა გამოაცალა, ასევე მეწყერმა სახლის აივნებიც ჩაიტანა.
ამ დროისთვის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
მათი განცხადებით, გამგეობა დაზარალებულებს სახლების აღდგენაში დაეხმარება. სტიქიის ადგილიდან ქალების და ბავშვების გაყვანა უკვე მოხდა.