საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი 10 დღის განმავლობაში კვლავ შენარჩუნდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი გაგრძელდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში კი მოთოვს.
"ისეთი ინტენსიობით წვიმები, რომ მდინარეების ადიდება გამოიწვიოს აღარ არის მოსალოდნელი, მაგრამ ნალექი მაინც შენარჩუნდება. 10 მაისის შემდეგ კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას ველოდებით", - აცხადებენ პროგნოზირების ცენტრში.
ამასთან, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატებაც, კერძოდ კი დასვალდეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსამდე და აღმოსავლეთ საქართველოში კი 12-17 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო თბილისში ჰაერის ტემპერატურა 16-17 გრადუსამდე გათბება.