„ძალიან მძიმე და მოუშუშებელი იარა დაგვიტოვა აგვისტოს ომმა, ვინაიდან მივიღეთ უმძიმესი დანაკლისი, დავკარგეთ ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც ომში გმირულად დაეცნენ”, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე , სადაც მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი არის მოუშუშებელი იარა.
“გვყავს ათასობით ახალი დევნილი, მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, აგრეთვე, აღიარება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის. რა თქმა უნდა, ეს არის მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი დაღუპულების სულების წინაშე, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა, რადგან მათი ოჯახის წევრების მიერ გაღებული მსხვერპლი არის უაღრესად დასაფასებელი", - განაცადა პრემიერ-მინისტრმა.