დღეს, 1-ელ მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე მანდატურებისთვის სამედიცინო დაზღვევის პოლისების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
მანდატურების დაზღვევას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია'', რომელიც უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას გამოეხმაურა.
მანდატურებისთვის დაზღვევა უფასოა. მანდატურებს დაზღვევის პოლისებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას'' წარმომადგენლები გადასცემენ.